რიგგარეშე სხდომა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში





2020 წლის 20 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ №01-06/10 რიგგარეშე სხდომაზე 3 საკითხი განიხილა. სხდომას საკრებულოს 17 წევრი ესწრებოდა.
საკრებულოს დღის წერიგით გათვალისწინებულ საკითხს, ქედის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით ორი საკითხი დაემატა, შესაბამისად საკრებულომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,,ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციისა და შესაბამისი ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტსა და „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე. საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია (თავმჯდომარე - ოთარ ხარაძე). დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 24 აგვისტოს დღის 16:00 საათამდე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაში (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;). ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2020 წლის 25 აგვისტოს დღის 18:00 საათზე, ხოლო დადგენილების გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 27 აგვისტო.
სხდომაზე მესამე საკითხად განიხილეს და დამსწრეთა სრული უმრავლესობით მოიწონეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საპროექტო წინადადება. ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში, შიდა საუბნო გზების მოწესრიგების მიზნით, მზა ბეტონის შეძენისათვის დამატებით 166 500 ლარი გამოიყოფა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |