ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შუქრი თურმანიძის ხელმძღვანელობით რიგგარეშე №01-06/13 სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

დღისწესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალი არჩვენების შემდეგ საკრებულო გააგრძელებს და გააფართოვებს საქმიანობას, რისთვისაც წარმატებები უსურვა მომავალი მოწვევის საკრებულოს.

პირველ საკითხად საკრებულოს სხდომაზე განხილული იქნა „ქედის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომლის მიღების მიზეზს წარმოადგენს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს 141-ე მუხლის მე-10 ნაწილი, კანონმდებლობის თანახმად არსებული ნორმატიული აქტის მიღებით გაიზრდება დაბა ქედის კონკურენტუნარიანობა ინვესტიციების მოზიდვისა და დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით, შენარჩუნდება და განვითარდება დაუსახლებელი ტერიტორიების სისტემა, უზრუნველყოფილი იქნება ნიადაგის, წყლის, ფლორის, ფაუნისა და კლიმატის შენარჩუნება და დაცვა, მაქსიმალურად შემსუბუქდება ინფრასტრუქტურის გავლენა გარემოზე, ასევე კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა განხილული იქნება, როგორც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტი, შენარჩუნდება და განვითარდება სარეკრეაციო ტერიტორიები, უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა დარგობრივი გეგმების და დაგეგმვის სხვადასხვა იერარქიულ დონეებზე შესრულებული გეგმების თავსებადობა და სხვა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები.

სხდომაზე მე-2 საკითხად საკრებულოს წევრებმა განიხილეს „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წარმოდგენილი ინდივიდუალური აქტის ძირითად არს წარმოადგენდა დამტკიცებულ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში ცვლილების შეტანა, რის შედეგადაც საპროვატიაზაციო პბიექტების ნუსხა 8 ერთეულით განისაზღვრა.

სხდომის დასრულების წინ საკრებულოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს შუქრი თურმანიძეს საკრებულოს ეფექტური ადმინისტრაცული მართველობისათვის და წარმატებები უსურვეს მომავალ სამიანობაში.