მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსი მორიგი სხდომა გაიმართა

2022 წლის 25 თებერვალს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში №01-06/02 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 21 წევრიდან ყველა ესწრებოდა.

საკრებულოს წევრებმა პირველ საკითხად „ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც სრული მხარდაჭერით იქნა მიღებული.

საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით მიიღო ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც სხდომაზე საკრებულოს აპარატის უფროსმა მუხრან სალაძემ წარმოადგინა.

საკრებულოს სხდომაზე მესამე საკითხად განიხილეს და ხმათა უმრავლესობით არ იქნა მიოღებული ,,ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების ზენდიდისა და ცხემნის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოების შესწავლის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ წინადადების მოწონების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს თავმჯდომარე დავით სირაბიძის მიერ იყო წარმოდგენილი.

საკრებულომ ბოლო საკითხად განიხილა და დადებითად შეაფასა ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ 2021 წელში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?