ქედი მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 23 მაისს დღის პირველ საათზე გაიმართა №01-06/07 საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას 24 წევრიდან 15 ესწრებოდა.

დღის-წესრიგით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხი - ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შესახებ“ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ცალკეული ღონისძიებების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც მიღებულ იქნა საკრებულოს ხმათა უმრავლესობით.