2023 წლის 27 იანვრის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/01 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 14 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ და ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკომუნიკაციო ნაგებობის) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა და ერთხმად მიიღო ა(ა)იპ - „ქედის ისტორიული მუზეუმზე“ ქედის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

მესამე საკითხად განხილულ იქნა ,,ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპორტული ღონისძიებების დაფინანსების ერთიანი ნორმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სხდომაზე მეოთხე და მეხუთე საკითხად განხილულ და ხმათა უმრავლესობით დადებითად იქნა შეფასებული ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ 2022 წელში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ 2022 წელში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.

სხდომას, სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის მოსაწავლეები ესწრებოდნენ, რომლებმაც გაეცნენ საკრებულოს მუშაობას და გამოთქვეს მოსაზრებები ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. საკრებულოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის მოსწავლეებს აქტურობისთვის და აღნიშნეს, რომ მათი მოსაზრებების გაზიარება მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვანია.