ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2018 წლის 30 ნოემბერს გაიმართა მორიგი №01-06/20 სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 20 ესწრებოდა.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ერთხმად დამტკიცდა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ. მომხსენებელმა მერიის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა სულიკო ჩხიკვაძემ განმარტა და ისაუბრა გარე ვაჭრობის შემოღების რეგულაციებზე, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილების განსაზღვრაზე, სადაც ნებადართული იქნება გარე ვაჭრობა, ასევე იმ ადგილების და აკრძალვების შესახებ, სადაც არ უნდა ხდებოდეს გარე ვაჭრობა განხორციელება. დადგენილების მიხედვით გრევაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები არ უნდა ამახინჯებდეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას (კონკრეტული დასახლების ქალაქი/სოფელი ქუჩის ისტორიულ-კულტურული იერსახე, შენობათა ფასადები, შეფერილობა და სხვა), არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და უსაფრთხოების წესები. შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელებული გარე ვაჭრობის მოწყობა გამოიწვევს, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლის შესაბამისად, დადგენილების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც დადგენილებაში აისახება ,,გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 1325 ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ლოკალიზაციის ხელშეწყობა“, ასევე საბჭოს წევრის შერჩევისას გაითვალისწინება საკრებულოში არსებული ფრაქციების წარმომადგენლობითობა, გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობა ან/და მუშაობის გამოცდილება, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 40%-ზე ნაკლები და გენდერული საბჭოს მუშაობის ძირითადი წესი უნდა განისაზღვროს საბჭოს რეგლამენტით, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს საბჭო.

წარმომადგენლობით ორგანოში მესამე საკითხად განხილული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტზე პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტი, რომლის მიღებაც უზრუნველყოფს ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ქონების გადაცემის პროცედურების სამართლებრივ რეგულაციას, აღნიშნულით მოხდება სარწყავი არხების, კერძოდ 17 (ჩვიდმეტი) ერთეული სარწყავი არხის, რომელთა საერთო სიგრძე შეადგენს 23710.22 გრძივ მეტრს, სარგებლობის - უზუფრუქტის უფლებით გადაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტზე, სხდომაზე გაკეთდა განმარტება ასევე, რომ საქვეუწყებო დაწესებულება თანახმა არის აღნიშნული ქონების მიღებაზე და საჭირო სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე, რაც დადებითად წაადგება ჩვენი სოფლების მოსახლეობას უხვი მოსავლის მიღების მიზნით.

სხდომაზე ბოლო საკითხად განხილული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის მე-3 ქუჩის გაგრძელებისა და ამავე ქუჩაზე არსებულ IV ჩიხის მომდევნო უსახელო ჩიხისათვის ქედა ს. ქვედა მახუნცეთის მე-3 V ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტი, აღნიშნული განკარგულება მიღებისთანავე გადაგზავნილი იქნება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით და დაზუსტდება 2018 წლის 9 ნოემბრის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესული მევლუდ ნიგალიძის NM18021943 განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი უძრავი ნივთის მიმდებარედ არსებული ქუჩის დასახელების განსაზღვრა, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ 2018 წლის 30 ნოემბერს გამართული ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი №01-06/20 სხდომა დახურულად გამოაცხადა.