ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის 25 დეკემბერს N01-06/21 რიგგარეშე სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს






ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2018 წლის 25 დეკემბერს გაიმართა №01-06/21 რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს, სხდომას 24 საკრებულოს წევრიდან 18 ესწრებოდა.
სხდომაზე პირველ საკითხად განხილული და მიღებული იქნა ხმათა უმრავლესობით „„ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. მიმდინარე წლის განმავლობაში მიღებულმა ეკონომიებმა, აღნიშნული გადაწყვეტილებით საშუელბა მისცა მუნიციპალიტეტს დაეფინანსებინა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მუნიციპალური სერვისების გაუმჯებესება და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი, რომელიც წარადგინა მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა მამია გვარიშვილმა. სხდომაზე მომხსენებელმა ისაუბრა ეკონომიის ხარჯზე ახალი ღონისძიების ,,2018 წლის წარმატებული სპორტსმენთა და მწვრთნელთა წახალისების ფონდი“-ს დამატების შესახებ.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |