მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი სხდომა გაიმართა

2022 წლის 31 იანვარს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში №01-06/01 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 21 წევრიდან 16 ესწრებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდა ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე.

საკრებულოს წევრებმა პირველ საკითხად „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცეს. ასევე საკრებულოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით დამტკიცდა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის განახლებული დებულება.

საკრებულომ მესამე საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით მიიღო „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილებები, რომელიც სხდომაზე საკრებულოს აპარატის უფროსმა მუხრან სალაძემ წარმოადგინა.

მეოთხე საკითხად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე, რომელსაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის სკომისია განახორციელებს, ზეპირი მოსმენის თარიღად განსაზღვრეს 2022 წლის 21 თებერვალი, ხოლო ნორმატიული აქტის გამოცემის თარიღად კი 2022 წლის 25 თებერვალი.

სხდომაზე მეხუთე საკითხად განიხილეს და ხმათა უმრავლესობით მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, ხოლო მეექვსე საკითხად ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ ბოლო საკითხად განხილულ და ქედის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობა იქნა მიღებული ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 (ერთი) ერთეული მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების უფლებით, შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო“-სათვის გადაცემაზე.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?