2022 წლის 29 აპრილს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში №01-06/05 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 21 წევრიდან 17 ესწრებოდა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი და დამატებით ერთი საკითხი განიხილა.

საკრებულომ პირველ საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით მიიღო „ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის ტერიტორიულ საზღვრებში ადგილობრივი მუნიციპალური რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსის (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცებისა და სამგზავრო ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.

სხდომაზე მეორე საკითხად განხილულ იქნა „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული საკრებულოს მიერ.

საკრებულომ მესამე საკითხად განიხილა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „,,ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე, რომელსაც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია განახორციელებს. ზეპირი მოსმენის თარიღად განსაზღვრეს 2022 წლის 20 მაისი, ხოლო ნორმატიული აქტის გამოცემის თარიღად კი 2022 წლის 27 მაისი.

საკრებულომ მეოთხე საკითხად განიხილა და მიიღო ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედის ტერიტორიის განაშენიანების გეგმის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების დავალების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის გენად ანანიძის მიერ იქნა წარმოდგენილი.

საკრებულომ მეხუთე საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2022 წელში განსახორციელებელი ღონისძიებათა დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

სხდომაზე მეექვსე და მეშვიდე საკითხად განიხილეს სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვის საჯარო სკოლისთვის - სსიპ ვახტანგ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვის საჯარო სკოლის სახელის მინიჭებაზე თანხმობის მიცემის შესახებ და დაწყებითი კლასებისათვის - სსიპ ნოდარ ნაკაშიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლის მიერთებულ გობრონეთის დაწყებითი კლასებისათვის სახელის მინიჭებაზე თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტები.