მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში მინი სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2 ახალის და 7 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია - ქედის ადგილობრივ ბიუჯეტში მიმდინარე წელს აღნიშნული ღონისძიებების დასაფინანსებლად 100 000 ლარია გამოყოფილი. სოფელ კოლოტაურსა და მახუნცეთში ახლად აშენებული სტადიონები დღეს გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან ჯემალ ტაკიძესთან და გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა, სათამაშოდ შეკრებილ ახალგაზრდებს გაესაუბრა და მათთან ერთად სიმბოლური თამაში გამართა. ორივე სოფელში ადგილობრივები წლებია სტადიონის მშენებლობას ითხოვდნენ, რაც გამგეობის ინიციატივით წელს უკვე განხორციელდა. ,,ქედა მართლაც გამორჩეული მუნიციპალიტეტია სპორტული აქტივობებით. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებულნი. არაერთ მნიშვნელოვან პროგრამებსა და ინფრასტრუქტურული პროექტებს ახორციელებს გამგეობა, რათა ქედაში სპორტული ცხოვრების რიტმი კიდევ უფრო აიწიოს" - განაცხადა მამუკა ფარტენაძემ. ადგილობრივებმა პროექტის გამო მადლიერება გამოხატეს. მინი სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშხაოები კი ამ დრომდე აქტიურ ფაზაშია.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?