მთავარი სიახლეების არქივი

ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება

ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!

გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით დედამიწის საერთაშორისო დღე 1971 წლიდან აღინიშნება და ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს, მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების აცილებასა და ეკოსისტემის მოფრთხილებას.

ახალგაზრდებში გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით დაბის ტერიტორიაზე ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის მერთან როლანდ ბერიძესთან და მერის პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად ხე-მცენარეები დარგეს.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.



დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?