მთავარი სიახლეების არქივი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური შეჯიბრი კალათბურთში

ქედისა და პირველი მაისის საჯარო სკოლების გოგონათა გუნდებმა ამხანაგური შეჯიბრი კალათბურთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის პირველი პირები ღებულობდნენ. დავით დუმბაძემ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა საზეიმო ვითარებისთვის და დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და ეკონომიურად ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა. პირველობა ქედის საჯარო სკოლამ კვლავ არ დათმო, შესაბამისად საპრიზო თასი მათ გადაეცათ. 26 მაისის ღონისძიება ტრადიციულად ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. #26მაისი #ესდღეჩვენია #რუსთაველი850 #ქედა2017

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?