დაბა ქედაში, დ. აღმაშენებლის ქ. N 24 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზო, წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. ეზოს რელიეფი და ამორტიზირებული საყრდენი კედლები განსაკუთრებულ საფრთხეს მოზარდებს უქმნიდა. გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წელსვე დემონტაჟი ჩაუტარდა საყრდენ კედლებს და აშენდა ახალი, კეთილმოეწყო ეზოს რელიეფი, და კიბე, დამონტაჟდა მოაჯირები, მოეწყო სანიღვრე არხები, დაიგო ბეტონის საფარი და ა.შ. ეზოს კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 73 691 ლარი დაიხარჯა. პროექტი დასრულებულია და შესაბამისად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრები 10 ოჯახი კეთილმოწყობილი ეზოთი უკვე სარგებლობს.