მთავარი სიახლეების არქივი

დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში ტრენინგი გაიმართა

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსების, უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.

დღეს, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა ტრენინგი თემაზე „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის გამყარება“, რომელიც დაუნის სინდრომთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული შეხედულებების მსხვრევას ითვალისწინებდა.

ასევე, ღონისძიების მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს უთვალავი ჭრელი წინდების კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ფერადი წინდებით ფოტოსესია.

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების მიზნობრიბი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?