გეოგრაფია და ბუნება
ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე. ჩრდილოეთით 38 კმ. სიგრძეზე ქობულეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით 24 კმ. სიგრძეზე შუახევი, დასავლეთით 24 კმ. სიგრძეზე ხელვაჩაური, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის მუნიციპალიტეტს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ქობულეთის ქედი.
მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კვ კმ-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 17000 ათასი. ქედის მუნიციპალიტეტში შედის 9 ადმინისტრაციული ერთეული და 64 დასახლებული პუნქტი. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ყველაზე მაღალი მწვერვალია ყანლი (2987 მეტრი).
მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავსი სუპტროპიკული ჰავაა. სიმაღლის მატების შესაბამისად ჰავა ნოტიო ხდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადად ორი ნიადაგური ზონაა: მთა-ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგები. მდიდარი და მრავალფეროვანია მცენარეული საფარი. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი და მცირე რაოდენობით წიწვოვანი მცენარეები. მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მეხილეობა, მევენახეობა, მემცენარეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა. განვითარებულია საკალმახე მეურნეობა (ოქტომბერი, აგარა, ზვარე, წონიარისი, ცხმორისი).
ქედა გამოირჩევა ყურძნის უნიკალური ჯიშებით. მუნიციპალიტეტში წარმოებული ღვინოები „ქედის ცოლიკოური“ და „ჩხავერი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოწყობილია ღვინის მარნები (მ. შერვაშიძე – სოფ. პირველი მაისი, ლადო შავიშვილი- სოფ. ვაიო, ნური სირაბიძე – სოფ.გეგელიძეები).
მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი წიაღისეულით – სპილენძისა და ოქროს საბადოებით (მერისი, ვაიო). სამკურნალო და მინერალური წყლებიდან აღიარებულია „კოკოტაურისა“ და „გუნდაურის“ წყლები. „კოკოტაურს“ მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი.
ისტორიული მემკვიდრეობიდან გამოირჩევა მატერიალური კულტურის ძეგლები: სათვალთვალო კოშკები - კავიანი, გულები, ძენწმანი, საღორეთი, ცივასულა. ქვის თაღოვანი ხიდები – მახუნცეთი, პირველი მაისი, წონიარისი, დანდალო. ციხეები – ზენდიდი, ცივასულა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აჭარისწყლისა და მთის მდინარეების ხეობებში შესაძლებელია როგორც ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი ნიმუშების, ასევე ჩანჩქერების მონახულება.
ფუნქციონირებს ისტორიული მუზეუმი, სადაც თავმოყრილია ეთნოგრაფიული და ისტორიული კულტურის მასალები.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |