2022 წლის 20 სექტემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/14 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 16 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე პირველ, მეორე და მესამე საკითხად განხილული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ დადგენილებები.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ მეოთხე საკითხად განიხილა და ერთხმად მიიღო ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, ხოლო მეხუთე საკითხად განხილულ და მიღებულ იქნა ქედის მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრირებული, 6 (ექვსი) ერთეული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა, რომლებიც იქ მცხოვრებ მოქალაქეებს შემდგომში საკუთრებაში დაურეგისტრირდებათ.

სხდომაზე ბოლო საკითხად განიხილეს და მხარი დაუჭირეს „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლითაც საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა 11 ერთეულით განისაზღვრა.