დღეს, საკრებულოს მცირე დარბაზში, მუნიციპალიტეტის მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გაცემის სარეკომენდაციო ინსტრუქციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი - ქეთევან ტაბატაძე, აჭარის რეგიონალური ოფისის უფროსი - გიორგი დუმბაძე სარეგისტრაციო დეპარტამენტის მენეჯერები ტარიელ გიორგაშვილი და ანი მირზაშვილი, უწევდნენ.

შეხვედრის მიზანს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გაცემის სარეკომენდაციო ინსტრუქციის გაცნობა წარმოადგენდა, რომელსაც მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო სესია ინტერაქციულ ფორმატში მიმდინარეობდა.