მთავარი სიახლეების არქივი

სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრე ოქტომბრის და მერისის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ ნონა გალოგრემ მოსახლეობას გააცნო ჯანდაცვის პროგრამები, ისაუბრეს ადგილობრივების ყოფით პრობლემებზე და კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რომელშიც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად აჭარის სამინისტროების წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?