მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში ,,შინ მოვლის" მოხალისეებისათვის სასწავლო ტრენინგი ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულ ფონდის (NAF) -ის ორგანიზებით, დღეს ქედის მუნიციპალიტეტში ,,შინ მოვლის" პროგრამის ფარგლებში, მოხალისეებს საქართველოს ,,წითელი ჯვრის" ბათუმის ფილიალის მასტერ-ტრენერმა მარიამ წოწორიამ, პირველადი დახმარების თემაზე ტრენინგი ჩაუტარა. სწავლების მიზანი იყო, მოხალისეებმა შეისწავლონ პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტები და განსახორციელებელი ქმედებები კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მისვლამდე. როგორც ცნობილია, პროექტი ქედაში ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, არბაითერ - სამარიტერ - ბუნდის (ASB) საქართველოში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით ხორციელდება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?