მთავარი სიახლეების არქივი

შეხვედრა დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 30 მაისს გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა მიერ ინიცირების/პეტიციის წესით ადგილობრივ თვითმართველობის საკითხებში მონაწილეობის შესახებ. შეხვედრა ჩატარდა დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის არჩილ ხახუტაიშვილის ორგანიზებით. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის უფროსი და იურიდიული განყოფილების თანამშრომლები.

შეხვედრაზე აღნიშნა ხარვაზები და გამოითქვა შენიშვნები, რაც უკავშირდებოდა მოქალაქეთა მიერ ინიცირების წესის განხორციელების დროს წარმოშობილ პრობლემებს. საკრებულოს აპარატის უფროსმა მუხრან სალაძემ განმარტა არსებული შენიშვნების შესახებ წარმოდგენილი საკითხები და დასახულ იქნა სამომავლო მუშაობისათვის მისი გათვალისწინების გზები.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?