საკუთრების აღიარების კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა
24 დეკემბერი 2020
22-23 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების" კომისიამ, წლის შემაჯამებელი სხდომა გამართა.
2020 წლის განმავლობაში, კომისიამ ჯამში 9 სხდომა გამართა და 262 საკითხი განიხილა. მათ შორის:
- დადებითად გადაწყდა - 136 საკითხი;
- უარყოფითად - 30;
- გადაიდო 61 საკითხის განხილვა;
- კომისიის სახელზე სულ შემოსული იყო 453 განცხადება.
,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების" კომისიას მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე თავმჯდომარეობს.