2022 წლის 26 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/13 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 19 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

საკრებულომ პირველ საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით მისცა მერს თანხმობა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით, ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემაზე, რომელიც ითვალისიწნებს სოფელ ქვედა მახუნცეთში მდებარე 652კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 21.01.37.859) აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემაზე საჯარო აუქციონის გამოცხადებას.

საკრებულომ მეორე და მესამე საკითხად განიხილა და მოიწონა ქედის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების საშუალო ვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი და ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2022 წლის II კვარტლის შესრულების ანგარიში.