2022 წლის 27 მაისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/07 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 21 წევრიდან 17 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

საკრებულომ პირველ საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით მიიღო ,,ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილები. წარმოდგენილი დადგენილების პროექტის შესაბამისად, ცვლილებები შევიდა დადგენილებით დამტკიცებული დანართის სხვადასხვა მუხლში, აღნიშნული ცვლილებების შედეგად ხდება ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს საქმიანობის სფეროს გაფართოება.

საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული საკრებულოს მიერ.

სხდომაზე მესამე, მეოთხე და მეხუთე საკითხად საკრებულოს მიერ განხილულ და დადებითად შეფასებული იქნა:

  • ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2022 წლის I კვარტლის შესრულების ანგარიში;
  • ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ანგარიში 2022 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ;
  • ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის პირველი კვარტლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.