მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს №01-06/19 რიგგარეშე სხდომაზე დღის წერიგით გათვალისწინებული 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი განიხილეს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, 2018 წლის 20 ნოემბერს რიგგარეშე №01-06/19 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა.

სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 18 ესწრებოდა, რომლებმაც ,,ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს.

საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (თავმჯდომარე - რეზო თურმანიძე). (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული).

დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2018 წლის 20 დეკემბერს, დღის 18:00 საათამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში.

განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2018 წლის 21 დეკემბერს დღის 16:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).

„ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2018 წლის 28 დეკემბერი.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?