
28 მაისი 2022
ქედის მუნიციპალიტეტის, დაბა ქედაში სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისა და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განხილვა მერიის შენობაში 10 ივნისს 10:30 საათზე გაიმართება.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.