მთავარი სიახლეების არქივი

ქედის სოფლებში ნაგვის ურნების განთავსება დაიწყო

დღეს დილიდან, ქედის სოფლებში ნაგვის ურნების განთავსება მიმდინარეობს. ქედის კომუნალურსერვისის თანამშრომლები პირველ ეტაპზე 80 ურნას მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში განათავსებენ. მეორე ეტაპისთვის 50-მდე კონტეინერი დაემატება. აღსანიშნავია, რომ ქედა რეგიონის პირველი მუნიციპალიტეტი გახლავთ, რომლის ყველა სოფლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიზიდება. ეს საკითხი ბოლო 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენდა. გამგეობა ასევე უახლოეს მომავალში გეგმავს მოსახლეობასთან ერთად დასუფთავების აქციებს და ნაგვის სწორ მართვასთან დაკავშირებულ აქტიურ კამპანიებს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?