დღის წესრიგის შესაბამისად პირველ საკითხად განხილულ იქნა ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც ერთხმად იქნა დამტკიცებული. აღნიშნული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი, ინფორმაცია იქნება ღია და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ამ დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაციაც.

სხდომამ მეორე საკითხად - „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რომელითაც სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებებიდან მიღებული ეკონომიით დაფინანსდება ახალი ღონისძიებები.