2020 წლის 22 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე №01-06/17 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „„ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე და მესამე საკითხებზე, კერძოდ, „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტსა და „ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციისა და შესაბამისი ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 აგვისტოს №20 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.

აღნიშნულ საკითხებზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (თავმჯდომარე - ამირან დევაძე). დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2020 წლის 24 დეკემბერს დღის 18:00 საათამდე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში. განსახილველ საკითხებზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2020 წლის 25 დეკემბერს დღის 17:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ. №3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სააქტო დარბაზი).

დადგენილებების გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 28 დეკემბერი.