2021 წლის 3 დეკემბერს გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს N01-06/15 მორიგი (პირველი) სხდომა. საკრებულოს სხდომა გახსნა N80 ქედის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძე, რომელმაც შეაჯამა 2021 წლის 2 და 30 ოქტომბრის არჩევნები. შემდეგ წარადგინა არჩევნების შედეგად გამოვლენილი 7 მაჟორიტარული და 14 პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრები.

საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღეს.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უძღვებოდა უხუცესი წევრი ოთარ ხარაძე.

ხმათა უმრავლესობით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ამირან ცინცაძე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს რომან დავითაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად რეზო თურმანიძე და არჩილ გორგილაძე.

პირველივე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა წარმოადგინეს განცხადება ფრაქციების რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრირებული იქნა ორი ფრაქცია - ,,ქართული ოცნება"- თავმჯდომარე ლევან ვერძაძე და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - თავმჯდომარე დავით სირაბიძე.

კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განისაზღვრა საკრებულოს კომისიათა შემადგენლობები და არჩეულ იქნა კომისიების თავმჯდომარეები:

- საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ამირან წულუკიძე;

- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ ლევან ბერიძე;

- სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ოთარ ხარაძე;

- ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარედ მერაბ ნაკაშიძე;

- სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ ვაჟა აბულაძე.