საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით გამგეობის ვაკანტური თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი იქნა 31 განაცხადი.


კომისიამ გადაწყვიტა:

1.ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირებული 31 განცხადების გადარჩევის შემდეგ:
ა) კონკურსის პირველი ეტაპი - განცხადების გადარჩევა წარმატებით გადალახეს და მეორე ეტაპზე-გასაუბრებაზე დაშვებულნი იქნან წინამდებარე ოქმზე თანდართული №1 დანართში მოცემული კანდიდატები.
ბ) კონკურსის პირველი ეტაპი - განცხადების გადარჩევა ვერ გადალახეს და კონკურსის მე-2 ეტაპზე დაშვებულნი არ იქნენ წინამდებარე ოქმზე თანდართული №1 დანართში მოცემული კანდიდატები.

2. იმ კანდიდატებს, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი - განცხადების გადარჩევა ვერ გადალახეს და კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვებული არ იქნენ, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით. აღნიშნული პირებს უფლება აქვთ, გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, მხოლოდ წერილობითი ფორმით, გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში, ხოლო შემდეგ-სასამართლოში, ან არ გამოიყენონ საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინონ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.

3. კანდიდატებს, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებულად გადალახეს და დაშვებულნი იქნენ მე-2 ეტაპზე, კონკურსის მეორე ეტაპის-გასაუბრების გამართვის, ადგილისა და დროსი შესახებ (გრაფიკის შესაბამისად) ეცნობებათ მათ მიერ www.hr.gov.ge-ზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

4. კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება გაიმართოს 2017 წლის 15 ივნისს დაბა ქედა, მ. კოსტავას №3-ში, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობაში, მეორე სართულზე.

5. კონკურსანტთა რეგისტრაცია იწარმოოს 1000-1100 სთ-მდე, კანდიდატის გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების შემთხვევაში, მიუხედავად გამოუცხადებლობის/დაგვიანების მიზეზისა (საპატიო თუ არასაპატიო) მონაწილე ფასდება 0 ქულით.

დანართი N1