მთავარი სიახლეების არქივი

ქედის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილებაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

წიგნისა და ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქედის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილებაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოების წინაშე 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშით წარსდგა საბიბლიოთეკო განყოფილების ხელმძღვანელი გულნაზ მახაჭაძე.

აუდიტორიას მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაია -კომახიძემ და ქედის კულტურის ცენტრის დირექტორმა ჯამბულ სურმანიძემ პროფესიული დღე მიულოცა.

ღონისძიებას მხატრულად დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხატია დიასამიძე და თათია ცინცაძე აფორმებდა.

დასასრულს ბიბლიოთეკარებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?