ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ, ეს წუთებია დაასრულა შეხვედრა ქედაში იმ სამშენებლო ფირმების წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამგეობის მიერ გამოცხადებული სხვადასხვა სახის ინფრასტუქტურული პროექტების ტენდერი მოიგო და ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. დაბისა და მახუნცეთის კეთილმოწყობა, სასმელი წყლის სისტემები, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა, აღმზრდელობითი დაწესებულების რემონტი და ა.შ - გამგეობის შესაბამის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ერთად, სფეროების მიხედვით განიხილეს. ქედაში ამ დროისთვის 19 ობიექტის სამშენებლო პროცესი აქტიურ ფაზაშია და როგორც მშენებლებმა აღნიშნეს, წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესასრულებლად ხელისშემშლელი გარემოებები არ აქვთ. შეხვედრა მხარეებისთვის სამუშაო ფორმატში წარიმართა