მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში ევროსტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში, ევროსტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან ერთად მოინახულა.

გარდამავალი პროექტის ფარგლებში აშენდება კაპიტალური შენობა, რომელიც აღჭურვილი იქნება წყლისა და კანალიზაციის სისტემით, შიდა ელ.მომარაგებით, გათბობა, გაგრილება ვინტილაციით, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელებით, ასევე სახანძრო უსაფრთხოებისსისტემით.
კეთილმოეწყობა გარე ფასადი და პარკინგის ადგილი.
სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მშენებელი 2016“ ახორციელებს. მშენებლობაზე დასაქმებული არიან ადგილობრივები.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მრავალფუნქციური სახლის მშენებლობისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტში 344 197 ლარია გათვალისწინებული.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?