
1 მარტი 2017
დღეიდან ქედის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები ოფიციალურად განახლდა. აქციები წელსაც მუნიციპალიტეტში არსებულ ორგანიზაციებთან, საჯარო მოხელეებთან და მოსახლეობასთან ერთად წლის განმავლობაში პერმანენტულად მოეწყობა. გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, დღეს რუსთაველის ქუჩის ჩიხში, ორცვა-არსენაულის საცალფეხო ხიდის მიმდებარედ დანაგვიანებული კერები დასუფთავდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტებმა და შპს ,,კომუნალურსერვისის" თანამშრომლებმა.