ქედაში, ,,ქალთა ფონდი საქართველოში“ და ქალთა ოთახების გაერთიანების ორგანიზებით, სოფლად მცხოვრები ქალებისათვის საინფორმაციო ტრენინგი გაიმართა.
პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება, ინფორმირება და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვა.
პროექტის ფარგლებში სოფლად ქალების მობილიზებით, სხვადასხვა საკითხზე მსჯელობით შესაძლებელი გახდება სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება, პრობლემატური საკითხების წინ წამოწევა და შემდგომ მოგვარებისკენ საჭირო ნაბიჯების გადადგმა.
პროექტის ფარგლებში სოფლებში შეიქმნება ქალთა არაფორმალური სადისკუსიო სივრცეები, რომელიც ქალთა ოთახების და მისი სამიზნე ბენეფიციარების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. სადისკუსიო პლატფორმის წევრები, პერიფერიულ სოფლებში შეხვედრებს გამართავენ.
შეხვედრა ოთხ ეტაპად განხორციელდა და თითოეული დისკუსიას მოწვეული ფასილიტატორები უძღვებოდნენ.