მონაწილეობითი ბიუჯეტი
17 მაისი 2022
ქედის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანია გრძელდება.
იდეების რეგისტრაცია 20 მაისიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება.
მონაწილეობის მიღება 14 წლის ასაკიდან მოქალაქეს შეუძლია.
მონაწლეობით ბიუჯეტი საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს, თავად გადაწყვიტოთ, თუ რა პროექტი განახორციელოს სოფელში.
გაითვალისწინეთ, რომ:
- თითოეული საპროექტო იდეა არ უნდა აღემატებოდეს თქვენი სოფლისთვის განკუთვნილ თანხას.
- საპროექტო იდეა უნდა შედიოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში.
- პროექტის იდეა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.
- პროექტის იდეა არ უნდა იყოს ორიენტირებული ერთი პირის, ან ბიზნეს ინტერესებზე.
საკუთარი იდეის დარეგისტრირება შესაძლებელია ელექტრონულად
პროექტები ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინასდება, რომლისთვისაც 1 500 000 ლარია გამოყოფილი.
პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
მაისი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |