მიწის აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
16 ივლისი 2021
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის" მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე თავმჯდომარეობდა.
დღის-წესრიგით კომისიამ 58 საკითხი განიხილა. მათგან, 35 დადებითად გადაწყდა, 2-ს უარი ეთქვა, დანარჩენი გადაიდო.
კომისიაში 2 მოწვეული წევრია.