ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ №01-06/08 სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა 6 საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს 21 წევრი ესწრებოდა.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის, საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს, რომელზეც მანამდე საკრებულოში მიმდინარეობდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, დამატებითი ქონების სახით სტატუსი მიენიჭა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირებულ მერისის ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობის (ს/კ 21.05.33.011.) პირველ სართულზე გამოყოფილ და ცალკე ერთეულად ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით დარეგისტრირებულ 150,90 კვ.მ. ფართს (ს/კ 21.05.33.011.01/500).

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ჭინკაძეებში მდებარე ერთი ერთეული უძრავი ქონება: ბინა №4 – 62.80 კვ.მეტრი - საცხოვრებელი ფართი და სარდაფი 31.30 კვ.მეტრი (ს/კ21.01.32.266.01.004), უსასყიდლოდ გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში, შემდგომში იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის (1 ოჯახისათვის) საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში 2021 წელში განსახორციელებელი ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს, რის მიხედვითაც მერია განახორციელებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ და გამარჯვებულ იდეებს.
პროგრამას მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტი - „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“, რომელსაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" ახორციელებს.

სხდომაზე დამატებით საკითხებად განხილულ იქნა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტსა და „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.

განსახილველ საკითხებზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2021 წლის 22 ივლისს დღის 16:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი). დადგენილებების გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 26 ივლისი.