მთავარი სიახლეების არქივი

გენდერული თანასწორობის პოლიტიკის სახელმძღვანელო განიხილეს

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები განიხილეს დღეს ქედის გამგებელმა, გამგებლის წარმომადგენლებმა, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა და თვითმმართველობის მოხელეებმა. სამოქმედო პრინციპების, პრაქტიკული რჩევების, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებისა და მუნიციპალური სერვისის ,,ქალთა ოთახის" შესახებ ინფორმაცია აუდიტორიას გამგებლის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში თეა შარაშიძემ გააცნო. სახელმძღვანელო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერაა დაფინანსებული და მერსი ქორფს საქართველოს მიერ იმპლემენტირებული მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) მიერ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?