
25 ივნისი 2017
30 დღიანი მარხვის შემდეგ, დღეს მუსლიმები ფითირ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. საღდესასწაულო ლოცვა ქედის მუფთმა გურამ ხალვაშმა სოფელ დანდალოს მეჩეთში აღავლინა, რომელსაც ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ესწრებოდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და მარხვის დასრულების აღსანიშნავად, ტრადიციულად ტკბილეულობებით გაუმასპინძლდა. ანალოგიურად უმასპინძლეს და ბაირამი მიულოცეს მუსლიმ მრევლს სოფელ ცხმორისში გამგებლის პირველმა მოადგილემ გურამ ბერიძემ, ხოლო ახოში მოადგილე მამუკა ფარტენაძემ.