მთავარი სიახლეების არქივი

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამები

ქედაში ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური ახალ პროგრამას ,, ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობის სერვისების თანადაფინანსება“ განახორციელებს.

პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს პერსონალური ასისტენტი და შინ მოვლის სპეციალისტი ცხოვრების გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის მიზნით დაეხმარება ისეთ საყოფაცხოვრებო ქმედებაში, როგორიცაა:

  • ჰიგიენური პროცედურების მხარდაჭერა;
  • ჩაცმა, კვება, გადაადგილებაში დახმარება;
  • წვრილმან ტექნიკურ საჭიროებებში მხარდაჭერა;
  • საოჯახო საქმეებში დახმარება.

ამ ეტაპზე პროგრამაში სულ 25 ბენეფიციარია ჩართული. პროგრამა ასოციაცია ,,ანიკა“ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური მიმდინარე წელს 2 145 737 ლარის 21 პროგრამას განახორციელებს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?