
2021 წლის 13 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/16 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 21-ვე წევრი ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველ და მეორე საკითხად განხილულ იქნა - „ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და „„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტები. საკითხებს მხარი დაუჭირა დამსწრეთა უმრავლესობამ.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „„ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე. დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2021 წლის 22 დეკემბერს დღის 18:00 საათამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში. აღნიშნული საკითხის თაობაზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2021 წლის 23 დეკემბერს, დღის 16:00 საათზე (მის.: დაბა ქედა, მ.კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, სხდომათა დარბაზი), ხოლო დადგენილებების მიღების თარიღია 2021 წლის 29 დეკემბერი.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-4 საკითხად საკრებულოს წევრებმა განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული მოძრავი ქონების შპს ,,ქედის კომუნალურსერვისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უვადო უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. საკითხს მხარიდაუჭირა დამსწრეთა უმრავლესობამ.