Home News archive

მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ აღსაზრდელებს ტკბილეულის ნობათი დაურიგა (EN)

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ ტკბილეულისა და ნუგბარის ნობათები გადასცა.

დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, აა(ი)პ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან აიშე თებიძესთან ერთად დოლოგნის საბაშვო ბაღის საახალწლო ღონისძიებას დაესწრო და აღსაზრდელებს ტკბილეულის ნობათი დაურიგა.

საახალწლო ღონისძიება მუნიციპალიტეტის ყველა ბაგა-ბაღში გაიმართა.
საახალწლო ტკბილეულის ნუგბარი 15 საბავშვო ბაღის 500 - მდე აღსაზრდელს გადაეცა.
საახალწლო არდადეგები დღეიდან მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში შეწყდება და 2024 წლის იანვარში განახლდება.

facebook-share-button