Home News archive

ანონსი - საკრებულოს სოციალურ საკიტხთა კომისიის გასვლითი სხდომა (EN)

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს საკრებულოს წევრის ამირან წულუკიძის მიერ ინიციირებულ საკითხს - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მდებარე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ,,წმიდა დიაკონი სევერიანეს სახელობის სკვერი“-ს სახელის მინიჭების შესახებ. საკითხის განხილვა მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაში (კომისიის თავმჯდომარე: ოთარ ხარაძე).

სოციალურ საკითხთა კომისის გასვლითი სხდომა და მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულში (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ), 2023 წლის 14 ივლისს 13:00 სთ-ზე.

facebook-share-button