2023 წლის ეტალონი მოსწავლე ზვარის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე გათენაძე გახდა (EN)
ქედის მუნიციპალიტეტიდან 2023 წლის „ეტალონი მოსწავლე“ ზვარის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე გათენაძე გახდა.
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რესუსრსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი და პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ეტალონში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდნენ.
1-ლი ადგილი - ზვარის საჯარო სკოლა მათე გათენაძე;
მე-2 ადგილი - ცხმორისის საჯარო სკოლა ანრი მამუჭაძე;
მე-3 ადგილი - მახუნცეთის საჯარო სკოლა საბა დიასამიძე.
გამარჯვებულ მოსწავლერებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ,,ეტალონის“ პირველი და მეორე დისტანციური კონკურსების შედეგად 27 მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლე გამოვლინდა.
„ეტალონი“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უნარ-ჩვევების განვითარება.
ეტალონის შემაჯამებელი ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში ვიდეოპლათფორმის საშუალებით 12 ივლისს გაიმართება.
News archive
Sun | Mon | Tue | Wed | Thu | Fri | Sat |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |