Home News archive

14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა (EN)

ამ დღესთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ტრენინგი „თანაბარი შესაძლებლობები, თანაბარი უფლებები“ გაიმართა, რომელსაც მოწვეული ტრენერი მერი ჩიმაკაძე უძღვებოდა.
ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, შშმ პირებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება და ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა. ასევე, შშმ პირთა რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებების დაძლევა.


ღონისძიება, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

facebook-share-button