ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს (EN)
13 November 2026 | City Hall
ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ახალი საბაკალავრო პროგრამის ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ ინფორმაციის მიწოდება.
პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები შეისწავლიან სამართალს, ფსიქოლოგიასა და სხვა მნიშვნელოვან დისციპლინებს.
პოლიციის აკადემია მომავალ სტუდენტებს სთავაზობს:
სწავლის სრულ დაფინანსებას;
საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
უფასო კვებას;
სასწავლო პროცესის სრულ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
აკადემიაში ჩარიცხვისთანავე სტუდენტს რიგითის წოდება მიენიჭება, ხოლო კურსდამთავრებულს პოლიციის ლეიტენანტის წოდება. მათ ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პოლიციის აკადემიის ვებგვერდს: POLICEACADEMY.GOV.GE
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
News archive
2026
November
| Sun | Mon | Tue | Wed | Thu | Fri | Sat |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 |