Home Governance სიახლეები (EN)

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ინდივიდუალური შეხვედრა გამართა (EN)

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ინდივიდუალური შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ეკა გოგუაძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი მიმდინარე ცვლილებების შესახებ, ყურადღება გამახვილდა წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებაზე და ფინანსური რესურსების მიზნობრივ გადანაწილებაზე.
ასევე, თითოეულ სამსახურთან ერთად დეტალურად განიხილეს და იმსჯელეს 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შესახებ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვის დროს გამოიკვეთა მომავალი წლის ძირითადი პრიორიტეტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, სოციალური, ახალგაზრდული და კულტურული მიმართულებები. თითოეულმა სამსახურმა წარმოადგინა საკუთარი ხედვები და საჭიროებები, რომელთა გათვალისწინებითაც 2027 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდება.
facebook-share-button