ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულებს შეხვდა (EN)
ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების, პროფესიული განვითარების, ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზების მნიშვნელობაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების პროფესიულ ინტერესებზე არჩეული ფაკულტეტის მიმართ, ისაუბრეს დასახულ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრას მერთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ნადიმ ვარშანიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია ესწრებოდა.
ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ წარმატებულ, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ხელშეწყობის პროგრამა 2023 წლიდან ხორციელდება და ყოველ წელს რაოდენობა იზრდება. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 26 მოსწავლე დაჯილდოვდა. 24 - მა კურსდამთავრებულმა ოქროს მედალი, ხოლო 2 - მა ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომლებსაც ქედის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერადად 600-800 ლარის ოდენობით ფულად ჯილდოს გადასცემს.
News archive
| Sun | Mon | Tue | Wed | Thu | Fri | Sat |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 |