Home Governance სიახლეები (EN)

ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებულ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო (EN)

ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებულ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული სამუშაოები მერთან ერთად, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, მშენებლობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გენო ანანიძემ, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა დაათვალიერეს.

დასრულების ეტაპზეა სოფელ ცხემნაში მარინე ბერიძის და როინ ცინცაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები;

აქტიურად მიმდინარეობს დაბა ქედაში, ფ. ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში 1 946 600 ლარია გამოყოფილი და ჯამში 13 ღონისძიება განხორციელდება.

ასევე, დაათვალიერა შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სოფელ აგარაში საერთო სასაფლაოების მიმდებარედ, საავტომობილო გზაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის დასრულებული სამუშაოები. მიმდინარე წელს, პროგრამით 10 ღონისძიება განხორციელდება.




facebook-share-button